Bricorama caucasus

BRICORAMA – ფრანგული სარემონტო ჰიპერმარკეტი.
42 წლიანი გამოცდილების ფრანგული ბრენდი უკვე საქართველოშია.

BRICORAMA არის DIY (do-it-yourself) კონცეფციის სითი ფორმატის ჰიპერმარკეტი, რაც განსაკუთრებულად უმარტივებს მომხმარებელს აშენების, რემონტის, სახლისა და ეზოს მოწყობის პროცესს. აქ ნაყიდი მასალებით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ საკუთარი „საოცნებო სივრცის“ შექმნაში.

ჰიპერმარკეტის ძირითადი მიმართულებებია: სამშენებლო და სარემონტო მასალები, ელექტროობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალა, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, ეზოს ავეჯი, ეზოსა და ბაღის მოვლისა და მოწყობის საშუალებები, დეკორაცია და ასევე, მრავალი სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის ფართო არჩევანი.

კომპანიას აქვს განსაკუთრებული შეთავაზებები ფიზიკური პირებისთვის - დაგროვებითი ბარათები და სპეციალისტებისთვის - ფასდაკლების სქემები.
ჰიპერმარკეტში შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებითაც.
BRICORAMA - აქ ყველაფერია რემონტისა და საოცნებო სივრცის მოწყობისთვის.